რუი ვიტორია: "ატმოსფერო სირთულეებს არ შეგვიქმნის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუი ვიტორია: "ატმოსფერო სირთულეებს არ შეგვიქმნის"


ბენფიკის მთავარმა მწვრთნელმა, პრესასთან განაცხადა გალათასარაის წინააღმდეგ გასვლითი მატჩის შესახებ. "ჩვენ გველოდება ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა, მათ კარგი გუნდი ყავთ. მიუხედავათ დიდი პატივისცემისა ვეცდებით გამარჯვების მოპოვებას და 3 ქულის აღებას'' . ''ხალხი რომლებიც აკვირდებიან ჩემს მუშაობას, იციან რომ რადიკალური ცვლილებების მომხრე არ ვარ. ჩვეულებრივ მე დიდად არ ვცვლი შემადგენლობას, მაგრამ ყველა მატჩს უნდა მივუდგეთ სერიოზულად, მიუხედავად ამისა მინდა განვაცხადო რომ სერიოზული ცვლილებები არ იქნება. ''ჩვენ მივეჩვიეთ ასეთი დონის მატჩებს და ტრიბუნების ასეთ მხარდაჭერას. გუნდს მაინც მოუწევს 11 მოთამაშის წინააღმდეგ გამოსვლა და მე არ ვფიქრობ, რომ ატმოსფერო სტადიონზე შეგვიქმნის ჩვენ რაღაც დამატებით სირთულეებს''. გამარჯვების შემთხვევაში ბენფიკა 9 ქულას მოაგროვებს და 1 ადგილზე იქნება ჯგუფში. თურქები კი წაგების შემთხვევაში რთულ მდგომარეობაში ჩავარდებიან და გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს დაიტოვებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები