G ჯგუფი - "ჩელსის" მძიმე გასეირნება კიევში, "პორტო" წინ მიიწევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

G ჯგუფი - "ჩელსის" მძიმე გასეირნება კიევში, "პორტო" წინ მიიწევს


დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 შეხვედრები გაიმართა. ძალიან საინტერესო სიტუაციაა G ჯგუფში, სადაც წესით, ლონდონის "ჩელსის" ადვილად უნდა გაეკვლია გზა. "არისტოკრატები" კიევში ჩავიდნენ და ნამდვილად მძიმე გასეირნება გამოუვიდათ. "დინამომ" ინგლისელები გარკვეულ ასპექტებში აშკარად დაჩაგრა და, საბოლოო ჯამში, გუნდებმა ქულები გაიყვეს. მე-2 მატჩში "პორტომ" აუტსაიდერი "მაკაბი" 2-0 დაამარცხა და პირველ ადგილზე 7 ქულით მოკალათდა.  თავის მხრივ, "ჩელსი" მე-3 პოზიციაზე 4 ქულით არის წარმოდგენილი, ხოლო, კიეველებს 5 ქულა აქვთ. დინამო (კიევი) 0-0 ჩელსი დინამო: შოვკოვსკი, დრაგოვიჩი, ვიდა, სილვა, ხაჩერიდი, იარმოლენკო, სიდორჩუკა, რიბალკა, ბუიალსკი (გარმაში 83), კრავეტცი (მორაესი 78), გონსალესი ჩელსი: ბეგოვიჩი, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა, ზუმა, ფაბრეგასი (ოსკარი 75), ვილიანი, რამირესი, მატიჩი, აზარი, კოშტა გაფრთხილებები: ბუიალსკი 65 - ზუმა 67 ვიდეო მიმოხილვა: პორტო 2-0 მაკაბი გოლები: აბუბაქარი 37, ბრაჰიმი 41 პორტო: კასილასი, პერეირა, მარკანო, ლაიუნი, მარტინს ინდი, ბრაჰიმი (ერერა 84), ანდრე ანდრე, იმბულა (პერეირა 54), კორონა (ტელიო 54), ნევესი, აბუბაქარი მაკაბი: რაჯკოვიჩი, ბენ ჰაიმი, გარსია, ჰარუში, ტიბი, ალბერმანი, ზაჰავი, მიტროვიჩი (რიკანი 56), მიჩა (ვერმუტი 73), პერეტცი, ბენ ჩაიმი (იტზაკი 84) გაფრთხილებები: კორონა 22 - მიჩა 33, ბენ ჩაიმი 79, გარსია 90+1 ვიდეო მიმოხილვა:  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები