H ჯგუფი - "ზენიტს" ვერავინ აჩერებს, "ღამურები" მეტოქეებს დასცილდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

H ჯგუფი - "ზენიტს" ვერავინ აჩერებს, "ღამურები" მეტოქეებს დასცილდნენ


დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 შეხვედრები გაიმართა. H ჯგუფში ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა და, დიდი ალბათობით, ბრძოლა მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურისთვის იქნება. "ზენიტმა" რუსეთში "ლიონი" 3-1 დაამარცხა და ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. "ვალენსიამ" მესტალიაზე მე-2 მატჩი მოიგო "გენტის" წინააღმდეგ და 6 ქულა დაუგროვდა. "ღამურები" მე-2 პოზიციაზე არიან, ხოლო, ბელგიელები და ფრანგები 1-1 ქულით ერთმანეთს, როგორც ყოველთვის, მეზობლობას უწევენ. ზენიტი 3-1 ლიონი გოლები: ძიუბა 2, ჰალკი 56, დანი 82 - ლაკაზეტე 59 ზენიტი: კერჟაკოვი, გარაი, ანიუკოვი, ლომბარტსი, კრიშიტო, გარსია (ნეტო 84), დანი (რაიაზანტცევი 89), ვიტსელი, შატოვი, ჰალკი, ძიუბა (იუსუპოვი 75) ლიონი: ლოპესი, ჯალე, მორელი, მბივა, რაფაელი (კორნეტი 83), უმტიტი, ვალბუენა, გონალონსი, ფერი (გეზალი 71), ტოლისო, ლაკაზეტე (ბეაუვუე 80) გაფრთხილებები: ჰალკი 5, გარსია 51 - გონალონსი 39, რაფაელი 46, უმტიტი 51, მბივა 90+2 ვიდეო მიმოხილვა: ვალენსია 2-1 გენტი გოლები: ფეგული 15, მიტროვიჩი 72 (ავტო გოლი) - ფოკეტი 40 ვალენსია: დომენეხი, მუსტაფი, სანტოსი, ჩანსელო, გაია, ფუეგო, ფეგული, პარეხო(როდრიგო 68),გომესი, ალკასერი, მინა (პიატი 61) გენტი: სელსი, ასარე, მიტროვიჩი, ნიელსენი, მილიჩევიცი, მატონი (სიმონი 84), კუმსი, ნეტო, საიეფი, ფოკეტი, დეპოიტრე გაფრთხილებები: პარეხო 18, მინა 45, ჩანსელო 55, გაია 90 - ასარე 22, საიეფი 66, ფოკეტი 70, სიმონი 86 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები