ცხადაძე: "მე-3 ადგილზე თუ გავედით, ფინანსური მოტივაციაა საჭირო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცხადაძე: "მე-3 ადგილზე თუ გავედით, ფინანსური მოტივაციაა საჭირო"


საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. ახალგაზრდა სპეციალისტმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის მომავალ ციკლზეც. ცხადაძე მიიჩნევს, რომ ნაკრებში მეტი მოტივაციისთვის პრემიები უნდა დაწესდეს. "2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მიზანი მე-3 ადგილზე გასვლა იქნება. ამისთვის გვაქვს სერიოზული სამუშაოები გასაგრძელებელი. მივმართავ თხოვნით ფედერაციის ხელმძღვანელობას, მე-3 ადგილისთვისაც დაწესდეს ფინანსური მოტივაცია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, ეს ისედაც არსებობს", - განაცხადა ცხადაძემ. საქართველოს ნაკრებში პრემიების დაწესებაზე საუბარი ადრეც იყო. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თემურ ქეცბაიას გადაცემაში დაუსვა ეს შეკითხვა, რაზეც იმდროინდელი ნაკრების მწვრთნელი გაბრაზდა. "რა ფული, რის ფული. ნაკრებში გიძახებენ უნდა ჩამოხვიდე, არ ჩამოხვალ? დეზერტირი ხარ", - ასე უპასუხა მინაშვილთან მისულმა ქეცბაიამ ერთ-ერთ ჟურნალისტს. იხილეთ ვიდეო: გაცხარებული ქეცბაიას პასუხი, როდესაც მას პრემიებზე ჰკითხეს
X
http://sportv.ge/wp-content/uploads/2014/12/qecbaia-fulze.mp4 შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში არიან უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა. რაც შეეხება მე-3 ადგილზე გასვლას, მე-3 ადგილოსანი მსოფლიო ჩემპიონატის წესების მიხედვით, ვერც ფლეი ოფში გადის... მაშინ ჩნდება კითხვა, რაში უნდა მიიღონ ფეხბურთელებმა პრემია?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები