უეინ რუნი: "30 წლის იუბილე ყველა ადამიანისთვის მოვლენაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უეინ რუნი: "30 წლის იუბილე ყველა ადამიანისთვის მოვლენაა"


უეინ რუნი:
"ემიუს" თავდამსხმელმა, უიენ რუნიმ, რომელსაც ამ კვირაში 30 წელი უსრულდება, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. "თავს ნორმალურად ვგრძნობ. რაღა თქმა უნდა, 30 წლის იუბილე ყველა ადამიანისთვის მოვლენაა. მაგრამ რაც შეეხება ფეხბურთს და ჩემს მდგომარეობას, თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ, წინ კიდევ ბევრი წელი მაქვს. სერიოზული კუნთოვანი ტრავმები არ მქონია, ამასთან, ახლა სამედიცინო ტექნოლოგიების სრული მხარდაჭერა გვაქვს. მუდამ გვეხმარებიან მატჩებისთვის მზადებისას, ვარჯიშების და თამაშების დროს. ამიტომ თავს ისევ საკმაოდ ახლაგაზრდად ვგრძნობ და იმედი მაქვს, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშებ" , - თქვა რუნიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები