შესაძლოა დუნგა გაათავისუფლონ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შესაძლოა დუნგა გაათავისუფლონ


ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ შესაძლოა უახლოეს მომავალში გუნდის მთავარი მწვრთნელი დუნგა გაათავისუფლოს. ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ეროვნული გუნდის ასპარეზობით კოპა ამერიკაზე და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე. მომდევნო თვეში არგენტინის წინააღმდეგ შესარჩევი მატჩი 51 წლის მწვრთნელისთვის გადამწყვეტი იქნება, იუწყება Sambafoot, Lancenet-ზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, დამარცხების შემთხვევაში დუნგას, რომელიც ბრაზილიას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაუდგა სათავეში, გაათავისუფლებენ. მატჩი არგენტინა - ბრაზილია 14 ნოემბერს ბუენოს-აირესში გაიმართება.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები