ჟერარ პიკე: "უკვე წელიწად-ნახევარია, ბარძაყი მტკივა და ისე ვთამაშობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟერარ პიკე: "უკვე წელიწად-ნახევარია, ბარძაყი მტკივა და ისე ვთამაშობ"


ჟერარ პიკე:
"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ "ბატესთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ აღიარა, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, მცირე ტრავმა აქვს და ისე თამაშობს. "თავს ნორმალურად ვგრძნობ. ჩვეულზე მეტ გოლს ვუშვებთ, მაგრამ შემტევი გუნდი გვყავს და ძალიან ბევრს მომენტს ვქმნით. მით უფრო, უკვე წელიწად-ნახევარია ბარძაყი მტკივა და ისე ვთამაშობ. მაგრამ ფიზიკურად რიგზე ვარ. ჩემპიონთა ლიგაში ყოველთვის რთულია. "ბატესთან" მატჩი არ გამდოგა ყველაზე ნათელი, მაგრამ მთავარია, გავიმარჯვეთ. როცა ასეთ მინდორზე გადიხარ სათამაშოდ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ გაიმარჯვო" , - თქვა პიკემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები