ჩემპიონთა ლიგა. დღის ცენტრი პარიზშია, "ეტიჰადზე" მეორეადგილოსანის სიტუაციას გაარკვევენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგა. დღის ცენტრი პარიზშია, "ეტიჰადზე" მეორეადგილოსანის სიტუაციას გაარკვევენ


GOAL.GE ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის – ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი შეხვედრების პრევიუს გთავაზობთ.

A ჯგუფი

"მალმიო"-"შახტარი" "სუიდბანკი", მსაჯი - ანასტადიოს სიდიროპულოსი(საბერძნეთი), 22:45 საათი

ჯგუფში, სადაც ყველაფერი გარკვეულია, ერთმანეთს ორი აუტსაიდერი შეხვდება, მაგრამ მთავარი ბრძოლა გაიმართება იმისთვის, თუ ვინ გააგრძელებს ბრძოლას ევროპა ლიგაზე. ბოლო 5 მატჩიდან შვედებმა მხოლოდ 2 მატჩის მოგება მოახერხეს, უკრაინელებთან მატჩს კი კარგ ფორმაში ვერ ხვდებიან, განსხვავებით "შახტარისა", რომელთაც ბოლო 5 დაპირისპირებაში 4-ჯერ მოიგეს, დამარცხდნენ ერთხელ და ისიც, ჩემპიონთა ლიგაზე, 0-3 "პსჟ"-ს წინააღმდეგ. ტრავმირებული: აზინოვიჩი, მოლინსი - ტაისონი, შევჩუკი, მალიშევიჩი დისკვალიფიკაცია: იოუტინი სავარაუდო შემადგენლობები: "მალმიო": უილანდი - ტინერჰოლმი, არმასონი, ბენგსტონი, კარვალიუ - როდიჩი, ლევიცკი, ადუ, ბერგეტი - როსენბერგი, ჯურჯიჩი "შახტარი": პიატოვი - სრნა, რაკიცკი, კუჩერი - სტეფანენკო, ფრედი - ბერნარდი, ტეიშეირა, მარლოსი - გლადკი

"პსჟ"-"რეალი" "პარკ დე პრინცი", მსაჯი - ნიკოლა რიცოლი(იტალია), 22:45 საათი

კენჭისყრის დროსაც გაირკვა, რომ აღნიშნული გუნდები ჯგუფიდან გავიდოდნენ, მაგრამ მატჩის მთავარი ინტრიგაა, თუ რომელი მოახერხებს ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას. "პსჟ" ჩინებულ ფორმაშია. ფრანგებს ბოლო 5 შეხვედრაში ყველა მოგება აქვთ, განსხვავებით მადრიდელებისგან, რომელთა ბოლო შეხვედრებში 2 ფრე ითამაშეს და პრიმერა დივიზიონში გალიდერების ბრწყინვალე შანსები გაანიავეს. ტრავმირებული: კიმპემბე, ლუიზი, ვერატი, ტრაპი - ბეილი, ხამესი, პეპე, აბნერი, ბენზემა, კარვახალი, რამოსი სავარაუდო შემადგენლობები: "პსჟ": სირიგუ - ორიე, მარკინიოსი, სილვა, მაქსველი - ვერატი, მატუიდი, მოტა - დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი "რეალი": ნავასი - დანილო, რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემეირო, მოდრიჩი - რონალდუ, ხესე, ისკო

B ჯგუფი

"ცსკა"-"მანჩესტერი" "არენა ხიმკი", მსაჯი - კარლოს ველასკო(ესპანეთი), 20:45 საათი

აღნიშნულ ჯგუფში სრული ქაოსია. ოთხივე გუნდს 3 ქულა აქვს, დღეს კი სატურნირო თვალსაზრისით სიტუაცია დალაგდება. გასულ ტურში რუსებმა "პსვ" დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე დაამარცხეს, დღეს კი აქვთ ამბიცია, პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავონ. ტრავმირებული: ნათხო - შოუ, მაკნაიი, იანგი სავარაუდო შემადგენლობები: "ცსკა": აკინფეევი - ფერნანდესი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი - ტოსიჩი, ვერნბლუმი, ერემენკო, მუსა - ძაგოევი - დუმბია "მანჩესტერი": დე ხეა - დარმიანი, სმოლინგი, ჯონსი, როხო - კერიკი, შნეიდერლინი - მატა, ერერა, მარტიალი - რუნი

"ვოლფსბურგი"-"პსვ" "ვოლფსვარგენ არენა", მსაჯი - ალბერტო უნდიანი(ესპანეთი), 22:45 საათი

ტრავმირებული: ლოპესი, კნოხე - ჟოზეფზონი, ვილიემსი სავარაუდო შემადგენლობები: "ვოლფსბურგი": ბენალიო - ტრახი, ნალდო, დანტე, როდრიგესი - გუსტავო - კალიჟიური, დრაქსლერი, კრუსე, შურლე - დოსტი "პსვ": ზოეტი - ბრენეტი, ბრუმა, მორენო, პოულსენი - პრიოპერი, ჰენრიხი, გუარდადო - ნარსიგი, იონგი, ლესტინე

დისკვალიფიკაცია: არიასი

C ჯგუფი

"ატლეტიკო"-"ასტანა" "ვისენტე კალდერონი", ალექსეი ყულბაყოვი(ბელარუსი), 22:45 საათი

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე "ბენფიკასთან" დამარცხების შემდეგ დიეგო სიმეონეს ბიჭები განწყობის გამოსწორებას ჯგუფის უპირობო აუტსაიდერ, "ასტანასთან" ეცდებიან. თავის მხრივ, ყაზახებიც ეცდებიან მატჩის არ წაგებას და მე-3 ადგილის დაკავებას, რამეთუ, "გალათასარაისაც" 1 ქულა აქვს და ჯგუფის ფავორიტს, "ბენფიკას" დაუპირისპირდება. ტრავმირებული: ლუსიანო ვიეტო დისკვალიფიკაცია: თვუმასი სავარაუდო შემადგენლობები: "ატლეტიკო": ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი - ტორესი, ტიაგო, გაბი, კოკე - გრიზმანი, ტორესი "ასტანა": ერიკი - ილიჩი, ანიჩიჩი, პოსტნიკოვი, შომკო - კანიასი - ძოლჩიევი, მუჟიკოვი, ჟუკოვი, კეტევოამა - კაბანანგა

"გალათასარაი"-"ბენფიკა" "ტელეკომ არენა", მსაჯი - ვილიამ კოლუმი(შოტლანდია), 22:45 საათი

ტრავმირებული: ალტინტოპი - სალვიო სავარაუდო შემადგენლობები: "გალათასარაი": მუსლერა - სარიოღლუ, შეჯუ, ბალტა, კაროლე - კისა, ინანი - ოზთეკინი, სნეიდერი, პოდოლსკი - ბულუთუ "ბენფიკა": სეზარი - ნელსინიო, ჟარდელი, ლუიზაო, ელიზეუ - გუედესი, ალმეიდა, სამარისი, გაიტანი - ჟონასი, მიტროღლუ

D ჯგუფი

"იუვენტუსი"-"ბორუსია მიუნიხგლადბახი" "იუვენტუს არენა", მსაჯი - კრეიგ ალექსანდრ ტომსონი(შოტლანდია), 22:45 საათი

აღნიშნული ჯგუფის ლიდერები აუტსაიდერებთან გამარჯვებით კიდევ უფრო ეცდებიან ევროტურნირზე საქმე გაიადვილონ და დიდი ძალებით შეუდგნენ იტალიის ჩემპიონატში სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ გერმანელები ამ მატჩის წაგებით ჯგუფში ჩარჩენას ხელს ოფიციალურად მოაწერენ და დიდი ალბათობით, დაკარგავენ მე-3 პოზიციაზე მოხვედრის შანსსაც, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ მოგება მასიმილიანო ალეგრის ბიჭებთან. ტრავმირებულები: ლიხშტაინერი, კასერესი - ჰერმანი, სტრანცლი, ნიკო შულზი, მარვინ შულზი სავარაუდო შემადგენლობები: "იუვენტუსი": ბუფონი - კიელინი, ბონუჩი, ბარცალი - კუადრადო, მარკიზიო, ხედირა, პოგბა, ევრა - მორატა, დიბალა "ბორუსია მ": სომერი - კორბი, კრისტიანსენი, დომინგეზი, ვენდტი - ტრაორე, დაუდი, ხაკა, ჯონსონი - რაფაელი, სტინდლი

"მანჩესტერ სიტი"-"სევილია"

"ეტიჰადი სტეიდიუმი", მსაჯი - ბას ნიუისი(ჰოლანდია), 22:45 საათი

მანუელ პელეგრინისა და უნაი ემერის ბიჭები დღეს გაარკვევენ, რომელი დარჩება და რომელი აღზევდება მე-2 პოზიციაზე. ორივე გუნდს კი აწყობს გერმანული "ბორუსიას" წარმატება ტურინში, რათა მოგებული 6 ქულით გაუტოლდეს ჯგუფის ლიდერს, "იუვენტუსს". ტრავმირებული: დელფი, კლიში, მანგალა, სილვა, აგუერო, ნასრი, კოლაროვი - კარისუ, კაკუტა, ესკუდერო, ბეტუ, ლორენტე, ლუისმი სავარაუდო შემადგენლობები: "მანჩესტერ სიტი": ჰარტი - ზაბალეტა, ოტამენდი, კომპანი, სანია - ფერნანდინიო, ტურე - ნავასი, სტერლინგი, ბრუინი - ბონი "სევილია": რიკო - კოკე, ანდრეოლი, კოლოჯეიჩაკი, ტრიმულინასი - ნ'ზონზი, კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა, კრონ-დელი - გამეირო

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები