ჯანი: "კლოპი სრულებით განსხვავდება სხვა მწვრთნელებისგან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯანი: "კლოპი სრულებით განსხვავდება სხვა მწვრთნელებისგან"


"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ემრე ჯანმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე ისაუბრა. "კლოპი სრულებით განსხვავდება სხვა მწვრთნელებისგან. ის უფრო ემოციურია და შეუძლია, უბრალოდ მივიდეს და ჩაეხუტოს ფეხბურთელს. ვფიქრობ, ის ასეთი იყო გერმანიაში და ინგლისში მოსვლით არ შეცვლილა. ყველა მწვრთნელს თავისი საკუთარი სტილი აქვს" , -განაცხადა გერმანელმა. "ნამდვილად მომწონს კლოპთან მუშაობა. მას უყვარს მინდორზე გასვლა პირდაპირ ვარჯიშის პროცესში და ჩვენება, როგორ უნდა მოიქცე უკეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ის ყოველთვის დახმარებისკენ ისწრაფვის და ეს დადებითად მიმაჩნია" , - დაამატა ჯანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები