მასკერანო: "ბარსელონას დაცვაში პრობლემები აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მასკერანო: "ბარსელონას დაცვაში პრობლემები აქვს"


მასკერანო:
კატალონიური ბარსელონას ჩამშლელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ გუნდს დაცვაში პრობლემები ქონდა  და გახარებულია "ბატელთან" კარის მშრალად შენახვით. კატალონიელებმა მხოლოდ 2 ჯერ შეძლეს კარის შენახვა სეზონის 13 შეხვედრიდან, რაც ისეთი გუნდისთვის როგორიც ბარსაა, ცუდი შედეგია. ჩელპიონთა ლიგის პირველ 2 შეხვედრაში ასევე 1-1 გოლი გაატანინეს მეტოქეს. ბატელთან ბარსელონა დაცვაში სოლიდურად თამაშობდა და მასკერანოს იმედი აქვს, გუნდი კიდევ მოუმატებს და მათ კარებს აუღებელ ციხესიმაგრედ აქცევენ. მასკერანომ განაცხადა: "ჩვენ ბევრი შანსი გვქონდა ბატესთან და საპასუხოდ მათ არაფრის შექმნის უფლებას არ ვაძლევდით, რაც კარგია, რადგან წინა შეხვედრებში დაცვაში პრობლემები გვქონდა". "აუცილებელია გავაგრძელოთ ესე თამაში და მივაღწიოთ მაქსიმუმს როგორც ლა ლიგაში, ასევე კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგაზე". კატალონიური გრანდი საკუთარ ჯგუფს ლიდერობს 7 ქულით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები