ანჩელოტი "ბაიერნის" მწვრთნელი გახდება? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი "ბაიერნის" მწვრთნელი გახდება?


"რეალის", "პსჟ"-ს, "ჩელსისა" და "მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შესაძლოა "ბაიერნს" ჩაუდგეს სათავეში. მიუნხენური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაეკონტაქტნენ 56 წლის სპეციალისტს შესაძლო მიწვევის შესახებ. "ბაიერნი" იტალიელის დანიშვნის ვარიანტს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ხოსეპ გვარდიოლა გადაწყვეტს, რომ არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას იანვარში გეგმავს.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები