ვან გაალი: "მარტიალს მაქსიმალურად გამოვიყენებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "მარტიალს მაქსიმალურად გამოვიყენებ"


ვან გაალი:
მანჩესტერის ახალწვეული - ენტონი მარტიალი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და დიდ იმედს უსახავს მანჩესტერის გულშემატკივრებს. ჩატარებულ შეხვედრებში ფრანგი ძირითადად ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მანჩესტერელთა დამრიგებელი ლუი ვან გაალის თქმით მას ენტონის 4 პოზიციაზე გამოყენება შეუძლია. ვან გაალმა განაცხადა: "მას შეუძლია 4 პოზიციაზე თამაში. მარტიალი მშვენივრად თამაშობს 7 ნომრის პოზიციაზე, ასევე მას როგორც მარცხენა ისე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია  გუნდისთვის სარგებლის მოტანა და რათქმაუნდა ცენტრ ფორვარდის პოზიციაზეც, რომელზეც აქამდე თამაშობდა". 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "იუნაიტედმა" დიდი თანხა გადაუხადა მონაკოს. ფრანგმა  კი საუცხოოდ დაიწყო მანჩესტერული კარიერა, იგი გახდა სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე "პრემიერლიგაში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები