ანდერსენი: "მთავარი ამ თამაშში გოლის გატანა იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანდერსენი: "მთავარი ამ თამაშში გოლის გატანა იყო"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მატჩი "მიხეილ მესხზე", სადაც "საბურთალო" დანიურ "მიდტიულანდთან" 1-2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი "მიდტიულანდის" მთავარმა მწვრთნელმა კენეთ ანდერსენმა გააკეთა. "რთული თამაში იყო. პირველ ტაიმში მომენტები არ გვქონია, ბურთი საბურთალოს ჰქონდა, მაგრამ გაგვიმართლა და გოლი გავიტანეთ.  ამის შემდეგ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ წარიმართა. ჩემი აზრით, მთავარი ამ თამაშში გოლის გატანა იყო და ეს გავაკეთეთ. მომეწონა ის, რომ საბურთალოს გულშემატკივრები პატივისცემით მოეკიდნენ სტუმარ გუნდს საქართვლოში სტუმრობით დიდი გამოცდილება მივიღეთ და მადლობა ამისთვის." - აცხადებს ანდერსენი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები