შალკეს ჰუნტელაარი დააკლდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შალკეს ჰუნტელაარი დააკლდება


კლას-იან ჰუნტელაარმა დაზიანება მიიღო და გუნდს რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაეხმარება. კლას-იანმა ვერ ითამაშა "ჰერტასთან" შეხვედრაში და გუნდს ვერც "სპარტასთან" დაეხმარება. ამასთან დაკავშირებით ბრაიტენრაიტერმა განაცხადა: "ჰუნტელაარი ხუთშაბათს ვერ ითამაშებს. მან ივარჯიშა გუნდთან ერთად, მაგრამ არაა მზად მოედანზე გასასვლელად. იმედია მალე მომჯობინდება და გუნდს დაეხმარება "ბუნდესლიგის" შეხვედრებში". აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელმა 2 საევროპისლიგო შეხვედრაში 3ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები