ქურდაძე: "რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქურდაძე: "რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მატჩი “მიხეილ მესხზე”, სადაც “საბურთალო” დანიურ “მიდტიულანდთან” 1-2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, GOAL.GE-სთან კომენტარი "საბურთალოს" მეკარემ, ბექა ქურდაძემ გააკეთა. - შეაფასე დღევანდელი მატჩი... - სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ტაქტიკურად ძალიან განათლებული და ათლეტური გუნდი იყო "მიდტიულანდი". ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა და ამ შანსების გამოყენების შემთხვევაში არ წავაგებდით. არა უშავს, ყველაფერი წინ არის, გავაანაზილებთ ჩვენს შეცდომებს, რატომ შევცდით ამა თუ იმ ეპიზოდში, რატომ ვერ გამოვიყენეთ ამდენი შანსი და ვეცდებით, მომავალში ჩვენი თამაში გამოვასწოროთ. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. მადლობა გულშემატკივარს გამხნევებისთვის, ბიჭებს - თავდადებისთვის. - დაძაბულობისა და სიმამაცის ნაკლებობის ფაქტორი... - დაძაბულობა იქედან გამომდინარე იყო, რომ თამაშს ვაგებდით. სიჩქარეში შეცდომებმა იმატა, რადგან გასატანი გვქონდა და სხვა გზა არ იყო. - საბოლოო ჯამში, ორივე მატჩს როგორ შეაფასებდი? - იქიდან გამომდინარე, რომ "საბურთალო" ამ დონის ტურნირზე პირველად გავიდა, საბოლოო ჯამში, ცუდად არ გვიასპარეზია. რაც შეეხება სამომავლოდ, მეტი სითამამე და თავდაჯერებულობაა საჭირო.

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები