"ბაიერნს" ანჩელოტი ჩაიბარებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბაიერნს" ანჩელოტი ჩაიბარებს


მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს უწურება და სანდო წყაროების თანახმად, მისი მომავალი გუნდი მანჩესტერ "სიტი" იქნება. გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მიუნხენელებმა გუარდიოლას შემცვლელს უკვე მიაგნეს და ეს იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტია. ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი დასტურდება. მოგეხსენებათ, გასული 2 წელი ანჩელოტი "რეალის" მწვრთნელი იყო და მან გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები