ბენიტესი: "გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენიტესი: "გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა"


ბენიტესი:
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "პსჟ"-სა და მადრიდის "რეალს" შორის ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა გააკეთა. "ვფიქრობ, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სტუმრად მოგვეგო, გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. კოვაჩიჩს მცირე პრობლემები აქვს და მისი დაყენება არ გავრისკე. რაც შეეხება ბენზემას, ის ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს და ძალიან დაგვაკლდა", - განაცხადა ბენიტესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები