დი მარია: "ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი მარია: "ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო"


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "პსჟ"-სა და მადრიდის "რეალს" შორის ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა ნახევარმცველმა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ გააკეთა. "გოლის გატანის უამრავი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით. ჩემთვის ეს დღე განსაკუთრებული იყო, რადგან, დაახლოებით, 1 წლის შემდეგ შევხვდი ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს. რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ თამაში გამიჭირდა", - განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები