რეკორდები, რომლებიც "პსჟ" "რეალის" მატჩში დამყარდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეკორდები, რომლებიც "პსჟ" "რეალის" მატჩში დამყარდა


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "პსჟ"-სა და მადრიდის "რეალს" შორის ფრედ 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის მხრიდან,  რამდენიმე რეკორდი დამყარდა. კეილორ ნავასს ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 5 მატჩში გოლი არ გაუშვია. "პსჟ"-ს მადრიდის "რეალისთვის" არასდროს არ მოუგია - 2 წაგება და 1 ფრე. ტონი კროოსმა პირველ ტაიმში საოცარი შედეგი დააფიქსირა. მისი ყველა პასი ზუსტი იყო (49/49). მადრიდის "რეალს" აქამდე საფრანგეთში უგოლო ფრე არ უთამაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები