მასიმილიანო ალეგრი: "გაბრაზებული ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მასიმილიანო ალეგრი: "გაბრაზებული ვარ"


მასიმილიანო ალეგრი:
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე (0:0). "გოლის გასატანად მომენტები გქვონდა, საკმარისად ბევრი შანსი შევქმენით, რათა გოლი გაგვეტანა. მაგრამ ხანდახან არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით ან ფეხბურთელები ძალიან ეგოისტურად მოქმედებდნენ. მოწინააღმდეგე უნდა მიგვემწყვდია, მაგრამ ამისთვის შეტევის საბოლოო სტადიაზე უკეთ უნდა გვეთამაშა. გაბრაზებული ვარ, იმიტომ, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა შეტევაში. ვალდებულნი ვიყავით, გოლი გაგვეტანა მიონხენგლადბახელებისთვის. კუადრადო არ იყო ისეთი საშიში, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე. დიბალას 2 ან 3 კარგი მომენტი ჰქონდა, მას ნიჭი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, გამოცდილების მიღება სჭირდება" , - თქვა ალეგრიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები