დიტერ ჰეკინგი: "შეგვიძლია ეინდჰოვენში მოგება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიტერ ჰეკინგი: "შეგვიძლია ეინდჰოვენში მოგება"


"ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა, დიტერ ჰეკინგმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში (2:0) "პსვ"-სთან გამარჯვებაზე. "გუნდით ვამაყობ, მოთმინება გამოვიჩინეთ და ზრდასრულებივით ვითამაშეთ - ისე, როგორც უნდა ითამაშო ჩემპიონთა ლიგაში. ამასთან, ცოტა განაწყენებული ვარ, "პსვ"-ს ბოლოს ათამაშების შანსი რომ მივეცით. კიდევ ვაგროვებთ გამოცდილებას ამ ტურნირში და მთელი 90 წუთის მანძილზე უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია. მაგრამ, ასევე, ვიცით რომ საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ ჩემპონთა ლიგაში გამარჯვების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, თუ მომდევნო 3 მატჩს მოვიგებთ, პლეი-ოფში გავალთ. "ვოლფსბურგი" ყოველთვის კარგად თამაშობს სახლში და საკმარისად დარწმუნებული ვარ ჩემს გუნდში, რომ ვთქვა, რომ შეგვიძლია ეინდჰოვენში მოგება" , - თქვა ჰეკინგმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები