სიმეონე: "მეტის გატანა შეგვეძლო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე: "მეტის გატანა შეგვეძლო"


სიმეონე:
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ყაზახური "ასტანას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლგიის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩში (4:0) თავისი გუნდის მოქმედება შეაფასა. "თავდამსხმელის პოზიცია სხვებისგან განსხვავდება, რამდენადაც თავდამსხმელმა გოლი უნდა გაიტანოს" , -აღნიშნა "ატლეტიკოს" მწვრთნელმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე. "ეს მატჩი თავდაჯერებულობას შეგვმატებს. ფერეირა-კარასკო დღეს პირველად გავიდა სასტარტოში ჩემპიონთა ლიგის მატჩში და კარგად გამოიყურებოდა. ბედნიერი ვარ, ის იზრდება. მას მეტი სათამაშო დრო სჭირდება. შესანიშნავად ჩავატარეთ შეხვერდა, ჩვენი მომენტების რეალიზება მოვახდინეთ. მეტის გატანა შეგვეძლო. ასტანაში უკვე სხვა მატჩს ველი. ეს რთული თააში იქნება, სრულიად სხვა. ყველაზე ძლიერ შემადგენლობას წავიყვანთ გასამარჯვებლად".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები