კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმები აღარ უნდა შეასრულოს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმები აღარ უნდა შეასრულოს!


გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პარი სენ ჟერმენმა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ რამდენჯერმე სცადა ჯარიმის შესრულება, თუმცა ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა. საერთო ჯამში, რონალდუ ამ კომპონენტში მოიკოჭლებს. სტატისტიკურად, ის მხოლოდ ჯარიმების 2.2 %-ს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, 100 ჯარიმიდან მხოლოდ 2 გოლი გააქვს. აღსანიშნავია, რომ Goal.com-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ კრიშტიანო რონალდუ გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები