ნეიმარი არგენტინასთან ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი არგენტინასთან ითამაშებს


ბარსელონას ფორვარდი დაბრუნდება ბრაზილიის ნაკრებში, რათა ითამაშოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები არგენტინასა და პერუსთან. ბრაზილია ბუენოს აირესს ესტუმრება 13 ნოემბერს, ხოლო 17 ნოემბერს პერუს უმასპინძლებს. ბრაზილიელთა კაპიტანი ნაკრებს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციიდან უბრუნდება, რომელიც მან "კოპა ამერიკაზე" მიიღო კოლუმბიასთან შეხვედრაში. შესარჩევი ბრაზილიისთვის არცთუ ისე კარგად დაიწყო. გუნდმა პირველი შეხვედრა ჩელისთან 2-0 წააგო, თუმცა, შემდეგ შეძლეს ვენესუელას დამარცხება 3-1.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები