ერნანესი: "მინდა, "იუვენტუსში" საკუთარი ისტორია დავწერო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ერნანესი: "მინდა, "იუვენტუსში" საკუთარი ისტორია დავწერო"


"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ერნანესმა განაცხადა, რომ არასწორი იქნებოდა მისი ანდრეა პირლოსთან შედარება. "არასწორი იქნებოდა ჩემი მასთან შედარება. მიხარია, რომ მისი როლის შესრულების შესაძლებლობა მაქვს, და ვგრძნობ, რომ შემიძლია ამის კარგად გაკეთება. მინდა, "იუვენტუსში" საკუთარი ისტორია დავწერო. ჩემპონთა ლიგაში თამაში ყოველთვის ჩემი მიზანი, ოცნება იყო და ახლა ამ შანსის რეალიზების შესაძლებლობას ვიღებ. ვფიქრობ, ყველაფერი საჭირო დროს ხდება. და შანსი, რომელიც ახლა მაქვს, მოვიდა მაშინ, როცა ვგრძნობ, რომ საკუთარი შესაძლებლობების პიკზე ვარ" , - თქვა ერნანესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები