ბეპე მაროტა: "იმედი გვაქვს, თავად მორატა მოისურვებს ჩვენს კლუბში დარჩენას" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეპე მაროტა: "იმედი გვაქვს, თავად მორატა მოისურვებს ჩვენს კლუბში დარჩენას"


"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ ალვარო მორატას "რეალში" შესაძლო დაბრუნებასთან გავრცელებულ ინფორმაციაზე. "ჩვენ კმაყოფილნი ვართ შარშან გაფორმებული გარიგებით. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მორატას "იუვენტუსში" გადასვლას, მაგრამ ალვარომ დაამტკიცა, რომ ფანტასტიური ფეხბურთელია. რაც შეეხება "რეალს", იმედი გვაქვს, თავად ფეხბურთელი მოისურვებს ჩვენს კლუბში დარჩენას. მორატა ბედნიერია "იუვენტუსში". ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს "რეალთან". ვნახოთ, რა მოხდება. მორატას შენარჩუნებას ვაპირებთ. ეს უეჭველია" , - თქვა ფუნქციონერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები