რემზი 3 კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რემზი 3 კვირას გამოტოვებს


რემზი 3 კვირას გამოტოვებს
"არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემზი თავისი გუნდის დახმარებას, მინიმუმ 3 კვირა ვერ შეძლებს. 24 წლის უელსელმა დაზიანება "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის 57-ე წუთზე მიიღო, რის შემდეგაც ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენით შეცვალეს. დღეს რემზიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და მუხლის ქვედა მყესის დაზიანება დაუდგინდა, რის გამოც იძულებული იქნება, 3 კვირა გამოტოვოს. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში რემზიმ "მეთოფეების" მაისურით ყველა ტურნირში ერთად 13 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები