მარკიზიო: "არა მგონია, პრობლემა ფიზიკურ მზადყოფნაში იყოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარკიზიო: "არა მგონია, პრობლემა ფიზიკურ მზადყოფნაში იყოს"


მარკიზიო:
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში (0:0) თავისი გუნდის ფრეზე. "ბევრჯერ დავარტყით კარის მიმართულებით, მაგრამ ყველა მათგანი მიზანს აცდა. ეს სერია ა-ში სიტუაციას ჰგავს, სადაც ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ, პრატიკულად, არ გაგვაქვს გოლები. ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. არა მგონია, პრობლემა ფიზიკურ მზადყოფნაში იყოს, რადგანაც "ინტერის" წინააღმდეგ მატჩში 90 წუთი შესანიშნავად ჩავატარეთ. "იუვენტუსმა" დაიწყო იმაზე ცოტა გოლის გაშვება, ვიდრე სეზონის სტარტზე, მაგრამ ისევ გვაკლია გატანილი გოლები" , - განაცხადა ჰავბეკმა. D ჯგუფში 3 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" 7 ქულით პირველ ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები