ლეო მესის ექსკლუზიური ინტერვიუ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეო მესის ექსკლუზიური ინტერვიუ


მსოფლიოში აღიარებული, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი გილემ ბალაგი ლიონელ მესის შეხვდა და სპეციალურად Yahoo Sport-ისთვის ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ამჟამინდელ ტრავმაზე, ახალდაბადებულ მეორე ვაჟზე, კრიშტიანუ რონალდუსთან შედარებაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. საფეხბურთო საიტი GOAL.GE გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს. აღსანიშნავია, რომ გილემ ბალაგი ლეო მესის პირველი ავტორიზებული ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორია. - როგორი იყო შენი მეორე შვილის მატეოს დაბადების დღე? რა იყო ყველაზე ძლიერი გრძნობა, რაც მაშინ განიცადე? ამ დღეს განსხვავებული ემოციები გვქონდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა. - როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ლეო მესის ცხოვრებაში? ჩემი ერთი დღე ისეთივეა, როგორც ალბათ ყველა სპორტსმენის. ვცდილობ შევასრულო სავარჯიშო რეჟიმი, შემდეგ კი სხვა ადამიანების მსგავსად დავისვენო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. - შეიცვალა თუ არა შენი საფეხბურთო აღქმა მას შემდეგ, რაც პირველად ტიაგო გეყოლათ, ახლა კი უკვე მატეო? საფეხბურთო გრძნობებში არაფერი შეცვლილა. მაგრამ, ალბათ სიტუაცია იცვლება შვილებთან მიმართებაში. ყველა მამას აქვს პასუხისმგებლობა შვილების გაზრდის საკითხში. - ერთხელ დავწერე, რომ შენნაირი ადამიანებისთვის ყოველი წაგება პატარა სიკვდილის ტოლფასია. ხშირად გიტირია, როცა წაგიგია. როგორ შეურიგდები დამარცხებას ახლა, როცა უკვე მამა ხარ? ზუსტად ისე, როგორც ადრე ვაკეთებდი. წაგებას ვერც ახლა ვიტან, მაგრამ, როცა სახლში ვბრუნდები, ჩემს ვაჟებში ვპოულობ ნუგეშს. - საფეხბურთო სამყარო ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ეს რაღაც სხვა პლანეტიდან არის. ინსპირირებულია ხელოვნური დებატები. ისე ამბობენ ტყუილებს, თითქოს სიმართლე იყოს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ამბებს, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ თავი სხვა სამყაროდან მოსული ბიჭი ხომ არ გგონია, რომელიც გიჟების გარემოცვაში მოხვდა? დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, რომელიც 1000 კმ/სთ სიჩქარით მიისწრაფვის რაღაცისკენ. სპორტში, განსაკუთრებით კი ისეთ პოპულარულ სპორტში, როგორიც ფეხბურთია ეს ყველაფერი იზრდება და საერთო პრობლემად გადაიქცევა. - თამაშის დროს შენი როლის ცვლილებაზე სპეციალურად ბევრი იმუშავე, თუ ბუნებრივად განვითარდი? არა, აბსოლუტურად არა. ჩვენ იმას ვაკეთებთ და იმაზე ვმუშაობთ, რაც კონკრეტული თამაშისთვის გვჭირდება. ზოგჯერ არის მომენტი, როცა უკან ჩამოსვლა და მცველების დახმარებაა საჭირო ბურთის მოსაპოვებლად, ზოგჯერ კი წინ უნდა წახვიდე და საგოლე სიტუაცია შექმნა. - განვითარებაში გეხმარება ის ფაქტი, რომ კრიშტიანუ რონალდუ შენს ლიგაში თამაშობს? ამაზე ხალხი ლაპარაკობს. მე არ ვარ რონალდუს კონკურენტი და ვფიქრობ, არც ის არის ჩემი კონკურენტი. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემს გუნდს წარმატება მოვუტანო. ამისთვის ვშრომობ. - აღიარებ, რომ არგენტინასთან შენი ურთიერთობა ყოველთვის შეიძლება იყოს სიყვარულისა და სიძულვილის თემა? სიმართლე გითხრათ, არა. ზოგადად, არგენტინელი ხალხი ძალიან ვნებიანია. კარგად "ვმკურნალობთ" იმ ვარსკვლავებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ. არიან ისეთებიც, ვინც შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ვემსახურებით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ ვუსაყვედურებ მათ, რადგან ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. Barcelona's Lionel Messi - რომ შეგეძლოს, მთელი მსოფლიოდან რომელ ფეხბურთელს ამოარჩევდი არგენტინის ნაკრებში სათამაშოდ? ასეთი ბევრია და ერთი რომ დავასახელო სხვების მიმართ უპატივცემულობა გამომივა. - შეგიძლია, შენი თავი სხვა ლიგაში წარმოიდგინო? არ მინდა ასე შორს გავიხედო. მე მომენტით ვცხოვრობ, ამ მომენტში კი "ბარსელონაში" ვთამაშობ, ესპანეთში ვცხოვრობ და კმაყოფილი ვარ. - ფეხბურთის ყურება ტელევიზოში გიყვარს? კი, ძალიან მიყვარს. - ერთხელ მითხარი, რომ "მესის" წიგნის დასაწყისს მაინც წაიკითხავდი. არ გიყვარს წარსული გახსენება, თუ უბრალოდ შენს თავზე კითხვა არ გსიამოვნებს? ნამდვილად. როგორც გითხარი, მომენტით ვცხოვრობ, ამიტომ არ მიყვარს წარსულში ქექვა ანდა მომავალზე ფიქრი. - რაზე ოცნებობ, როცა ახლად გაღვიძებული ხარ? არ ვოცნებობ დილით. მე უბრალოდ მინდა ოჯახთან ერთად ჰარმონიაში ვიცხოვრო, ოცნება არ მჩვევია. რა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული იმედები და ამბიციები, მაგრამ ეს პირადულია. - ვისზე ცდილობ შთაბეჭდილების მოხდენას, როცა მინდორზე გადიხარ სათამაშოდ: ფანებზე, მამაშენზე, შვილებზე, თუ მეუღლეზე? არ მჭირდება ვინმეზე შთაბეჭდილება მოვახდინო. მე ამისთვის არ ვთამაშობ ფეხბურთს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მომწონს, ასევე იმიტომ, რომ ჩემი პროფესიაა. ისე, სიმართლე რომ გითხრა, მინდა, ჩემმა შვილებმა გაიგონ, რასაც ვაკეთებ. sas - რა იგრძენი, როცა ტრავმა მოგაყენეს? რა ტრიალებდა მაშინ შენს თავში? უცნაური გრძნობა იყო, სხვა დროისგან განსხვავებული. ვიცოდი, რომ ეს იყო რაღაც უფრო სერიოზული, ვიდრე უმნიშვნელო დარტყმა. - ახლა როგორ გრძნობ თავს? ოპტიმისტურად, ველოდები გამოჯანმრთელებას. სპორტსმენისთვის მსოფლიოში ყველაზე ცუდი გრძნობა არის ტრავმირებული ყოფნა. მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ ზოგჯერ ტრავმასაც მივიღებდი. ერთადერთი სწორი გამოსავალი არის სწრაფად გამოჯანმრთელება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 100 %-ით მზად ვიყო მუდამ. - როგორ ფიქრობ, როდის შეძლებ დაუბრუნდე მინდორს? მაშინ, როცა მივხვდები მე თვითონ და ექიმებიც დამიდასტურებენ, რომ შემიძლია. ყოველდღიურად ვვითარდები, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუსახავ მიზნებს. მე არ მინდა ვიფიქრო ზუსტ თარიღზე. როცა ექიმი მეტყვის, რომ მზად ვარ, მაშინ დავიწყებ თამაშს.

თარგმნა მათე ხოფერიამ, სპეციალურად GOAL.GE -სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები