ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია


13 ნოემბერს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ამ შეხვედრაში განაცხადში იქნებიან შეყვანილი. გუნდში რამდენიმე ცვლილებაა. ნაკრებს დაუბრუნდა "ბარსელონას" შემტევი ნეიმარი. ასევე აღსანიშნავია კაკას და ჰალკის დაბრუნებაც. მეკარეები: ჯეფერსონი ("ბოტაფოგო"), კასიო ("კორინთიასი"), ალისონი ("ინტერნასიონალი"). მცველები: დავიდ ლუიზი ("პსჟ"), მარკინიოსი ("პსჟ"), მირანდა ("ინტერი"), ფელიპე ლუისი ("ატლეტიკო"), მარსელო ("რეალი"), ჟილი ("კორინთიასი"), დანილო ("რეალი"), დანი ალვეში ("ბარსელონა"). ნახევარმცველები: ფერნანდინიო ("სიტი"), ლუის გუსტავო ("ვოლფსბურგი"), ელიასი ("კორინთიასი"), ოსკარი ("ჩელსი"), ვილიანი ("ჩელსი"), ლუკას ლიმა ("სანტოსი"), რენატო აუგუსტო ("კორინთიასი"), კაკა ("ორლანდო"). თავდამსხმელები: ნეიმარი ("ბარსელონა"), რიკარდო ოლივეირა ("სანტოსი"), ჰალკი ("ზენიტი"), დუგლას კოშტა ("ბაიერნი")

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები