ლეგიონი. კვერკველია "ლივერპულს" დაუზავდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეგიონი. კვერკველია "ლივერპულს" დაუზავდა


ლეგიონი. კვერკველია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის B ჯგუფის შეხვედრა "ენფილდზე", სადაც ადგილობრივმა "ლივერპულმა" ყაზანის "რუბინი" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, სოლომონ კვერკველიამ, რომელმაც "რუბინის" მიერ გატანილ გოლში, 15 წუთზე, მონაწილეობაც მიიღო. ამ უკანასკნელის პასით დაიწყეს რუსებმა ახალი შეტევა.

"ლივერპული" 1-1 "რუბინი"

გოლი: ჯანი '37 - დევიჩი '15

"ლივერპული": მინიოლე - კლაინი, შკრტელი, სახო, მორენო, ალენი(ლუკასი '46), ჯანი - მილნერი, კოუტინიო(ბენტეკე '63), ლალანა - ორიჯი(ფირმინო '74)

"რუბინი": რიჟიკოვი - კუზმინი, კვერკველია, კამბოლოვი, ნამბიულინი - ოზდოევი, გეორგიევი - კანუნიკოვი, კარლოს ედუარდო(პორტიაგინი '64), კარადენიზი(დიდიუნი '81) - დევიჩი(კოტუნიო '46)

გაფრთხილება: შკრტელი, ალენი - კუზმინი

გაძევება: კუზმინი '36


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები