ბერლუსკონი: "მიხაილოვიჩის მომავალი? ვინ იცის..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბერლუსკონი: "მიხაილოვიჩის მომავალი? ვინ იცის..."


"მილანმა" გუშინწინ "ინტერს" ლუიჯი ბერლუსკონის ჯილდო დაუთმო, წააგო რა, 0:1. ბატონმა სილვიომ "როსონერის" მწვრთნელის მუშაობაზე კომენტარი გააკეთა: "დამარცხებაში არაფერ ცუდს არ ვხედავ. კი, ვისურვებდი ამ ჯილდოს მოგებას, მაგრამ ეს საშინელი სანახაობა იყო", - ამბობს ბერლუსკონი. "მიხაილოვიჩის მომავალი? ვინ იცის... იმედგაცრუებული ვარ და ეს ნორმალური რეაქციაა. ეს ჯილდო მამაჩემს ეძღვნება. მერჩივნა, "მილანს" მოეგო, მაგრამ რამე კომენტარს არ გავაკეთებ. თქვენ იცით, როგორ მიდის საქმეები. გამარჯვებულმა უნდა ილაპარაკოს, დამარცხებული კი - გაჩუმდეს" , - ციტირებს პრეზიდენტს La Gazzetaa dello Sport.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები