სარი: "ფეხბურთელები უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარი: "ფეხბურთელები უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ"


სარი:
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ევროპა ლიგის მატჩში (4:1) "მატიულანდთან" გამარჯვებს შემდეგ თავისი გუნდის თამაშით არც ისე კამყოფილი დარჩა. "კარგი თამაში ვაჩვენეთ იქამდე, სანამ ანგარიში 3:0 იყო. თუმცა, შემდეგ გუნდი ცოტა დაწყნარდა, რამაც მიიყვანა კიდეც გაშვებულ გოლამდე" , - განაცხადა სარიმ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში. "ისე ვმოქმედებდით, თითქოს მატჩი უკვე დასრულებული იყო. არ მომეწონა თამაშისადმი ამგვარი დამოკიდებულება მეორე ტაიმში, რადგან გუნდი მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა. ფეხბურთელები უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ. მეჩვენება, რომ "ნაპოლი" თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს, როცა შეტევაშია და კონკურენტის წინააღმდეგობის აღმოფხვრას ცდილობს. ბიჭები გაუმკლავდნენ იმ ზეწოლას, რომელსაც მათზე ტრიბუნები ახდენდნენ, რამდენადაც გულშემატკივრები ჩვენი ფეხბურთელების თითოეულ მოძრაობაზე ომახიანად რეაგირებდნენ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები