ვან გაალი: "კალენდარი უნდა შეცვალოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "კალენდარი უნდა შეცვალოთ"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგა კალენდარის შცვლაზე უნდა დაფიქრდეს. "კალენდარში არ არის ზამთრის შესვენება. მეჩვენება, რომ ეს ადგილობრივი საფეხბურთო კლუტურის დიდი ბოროტებაა. ჩემპიონატის ამგვარი განსხვავებულობა ინგლისურ ფეხბურთს არ წაადგება" , - განაცხადა ჰოლანდიელმა Sky Sports-თა ინტერვიუში. "ასე გადატვირთული გრაფიკი არ აისახება პოზიტიურად კლუბებსა და ნაკრებებზე. მეჩვენება, რომ კალენდარი უნდა შეცვალოთ. როდის მოიგო ინგლისმა ბოლოს რომელიმე ტურნირი? ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ფეხბურთელები ძალიან იღლებიან სეზონის ბოლოს. რაც შეეხება ინგლისის პრემიერ ლიგის ძალას, ეს არის ლიგა, რომელშიც მეტად რთულია გამარჯვება. გუნდების დონე ძალიან მაღალია, ვერც ერთ მათგანს ვერ მოუგებ მარტივად, დიდი ძალისხმევის დახარჯვის გარეშე. ყოველი მატჩი ნამდვილი გამოცდა ხდება. ამის შემდეგ კი კიდევ ჩეპიონთა ლიგაზეც გიწევს თამაში. ეს ძალიან რთულია და სწორედ ამიტომ ვერ იგებენ ბოლო წლები ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგას. ჩემპიონატების ძალებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები