ბოატენგი "მილანში" გადავა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოატენგი "მილანში" გადავა?


"შალკეს" ყოფილი ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანს" შეუერთდეს. შეგახსენებთ, სწორედ "მილანიდან" გადავიდა განელი 2013 წლის აგვისტოში გერმანიაში. იქ სეზონის ბოლოს "შალკეს" სამწვრთნელო შტაბთან და ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნა, რის გამოც, გუნდიდან გარიცხეს. სექტემბერში ბოატენგმა "მილანისგან" გუნდთან ერთად ვარჯიშის ნებართვა მიიღო ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად. თუმცა, როგორც Calciomercato.com იუწყება, განელმა ნახევარმცველმა 1 თვეში შეძლო "როსონერის" მწვრთნელზე, სინიშა მიხაილოვიჩზე შთაბეჭდილების მოხდენა საქმისადმი თავისი მიდგომით როგორც ვარჯიშებზე, ისე ამხანაგურ მატჩებში და ახლა სერბს უნდა, ბოატენგი მისი გუნდის ძირითად შემადგენლობას შეუერთდეს. მოსალოდნელია, რომ თუ 28 წლის ფეხბურთელი ამავე ტემპით განაგრძობს მუშაობას, უკვე იანვარში "მილანი" მას 6-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს მისი კიდევ რამდენიმე სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები