უმაღლესი ლიგა. მე-9 ტურის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა. მე-9 ტურის წინ


დღეს უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი ბოლნისშია, სადაც "თამაზ სტეფანიაზე" ბოლნისის "სიონი" პირველადგილოსან გორის "დილას" დაუპირისპირდება. "ჩიხურა"(საჩხერე) - "კოლხეთი"(ფოთი), ივანწმინდა, "ცენტრალური სტადიონი", 15:00 საათი შავიზღვისპირელებმა პირველი მწვრთნელის მეთაურობით სადებიუტო მატჩი მოიგეს, ახლა კი სოსო ფრუიძის "ჩიხურას" შეხვდებიან, რომელთაც გასულ ტურში "ცხინვალთან" ფრე ითამაშეს. სატურნირო პოზიციით "ჩიხურა" გაცილებით უკეთეს სიტუაციაშია, რამეთუ, 14 ქულით მე-6 ადგილზე არიან, ხოლო "კოლხეთი" 7 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება. დღევანდელ მატჩს "კოლხეთის" ფეხბურთელი, გურამ გურეშიძე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. "სიონი"(ბოლნისი) - "დილა"(გორი), ბოლნისი, "თამაზ სტეფანია", 15:00 საათი მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ვარლამ კილასონიასა და უჩა სოსიაშვილის შეგირდები დაუპირისპირდებიან. სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, "დილა" კარგ განწყობაზეა, რამეთუ, "დინამომ" გასულ ტურში ვერმოგებით, გორელებს გადააბარა ლიდერობა. მე-3 პოზიციას იკავებს 17 ქულით ბოლნისის "სიონი", რომელსაც 1 მატჩი რეზერვში აქვს და მოგების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგება. აღნიშნულ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო "სიონის" ნახევარმცველი, ალექსანდრე გოგობერიშვილი გამოტოვებს. "სამტრედია" - ტორპედო"(ქუთაისი), სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 15:00 საათი ბათუმის "დინამოსთან" წაგების შემდეგ, გია ცეცაძის გუნდი განწყობის გამოსწორებას რიონისპირულ გუნდთან ეცდება. ალექსანდრ შტელინი კი "ტორპედოს" მწვრთნელის სტატუსით დღეს მეორე მატჩს გამართავს. სადებიუტო მატჩში უკრაინელ სპეციალისტს გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. დისკვალიფიკაციის გამო დღევანდელ შეხვედრას "სამტრედიის" შემტევი თეიმურაზ მარკოზაშვილი და "ტორპედოს" შემტევი ლაშა შინდაგორიძე გამოტოვებენ. "შუქურა"(ქობულეთი) - "ზუგდიდი", ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00 საათი დისკვალიფიკაცია: ალან ბაგაევი(შუქურა), აკაკი წყაროზია(ზუგდიდი) "გურია"(ლანჩხუთი) - "დინამო"(ბათუმი), ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 15:00 საათი დისკვალიფიკაცია: კონსტანსინე ხიზანეიშვილი(გურია) - ბადრი ტეტუნაშვილი(დინამო) "დინამო"(თბილისი) - "ცხინვალი", თბილისი, "დინამო არენა", 18:00 საათი გასულ ტურში, ორივე გუნდმა, ერთმანეთისდარად ფრე ითამაშა. "დინამომ" ქუთაისში, პრინციპულ შეხვედრაში, ბაჩანა არაბულის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით ქულა გადაირჩინა, ხოლო კახი კაჭარავას გუნდმა ერთბურთიანი უპირატესობა გაანიავა.

შაბათი

"საპოვნელა"(თერჯოლა) - "მერანი"(მარტვილი), ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 15:00 საათი დისკვალიფიკაცია: გიგა წურწუმია, თორნიკე შალიკაშვილი, ფირუზ მარაქველიძე(მერანი)

კვირა

"ლოკომოტივი"(თბილისი) - "საბურთალო"(თბილისი), თბილისი, მიხეილ მესხი, 20:00 საათი დისკვალიფიკაცია: ლაშა თოთაძე(საბურთალო)

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები