"ინგლისის ნაკრები საქართველოში რომ ჩამოვიდეს, 40 ათას გულშემატკივარზე მეტი მივა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ინგლისის ნაკრები საქართველოში რომ ჩამოვიდეს, 40 ათას გულშემატკივარზე მეტი მივა"


მსოფლიო რაგბის გვერდმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ერთგვარი შეჯამება გააკეთა და სტატია საქართველოს ნაკებზეც დაწერა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიის ავტორი "ბორჯღალოსნებისა" და რუმინეთის ნაკრების 6 ერში შესაძლო შესვლაზე საუბრობს. "ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნაკრებებმა დაგვანახეს, რომ გაძლიერება სჭირდებათ. თუნდაც იაპონია, მაღალი რანგის ტურნირებზე თამაშს იმსახურებს. რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს, ისინი ნამდვილად იმსახურებენ 6 ერში თამაშს და თუ ამ ტურნირის გაფართოება ვერ მოხერხდა, ეს ორი გუნდი ფლეი-ოფის მეშვეობით უნდა ხვდებოდეს 6 ერზე. გავიხსენოთ არგენტინელთა გამოსვლა 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამხრეთ ამერიკელთა აღზევება და ახლა არგენტინა მსოფლიოს 4 საუკეთესო ნაკრებს შორისაა. 6 ერი 2-წლიანი ტურნირია და დრო საკმაოა. წარმოიდგინეთ საქართველოში ჩასული ინგლისის ნაკრები, თუნდაც მეორე შემადგენლობით. ამ მატჩს 40 ათას გულშემატკივარზე მეტი დაესწრება და საქართველოში რაგბის დონე კიდევ უფრო აიწევს ", - იწერება სტატიაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები