ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2015/16: რეგულარულ სეზონს სუპერლიგა იწყებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2015/16: რეგულარულ სეზონს სუპერლიგა იწყებს


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2015/16: რეგულარულ სეზონს სუპერლიგა იწყებს
25 ოქტომბერს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წ.წ სეზონის რეგულარული გათამაშება აიღებს სტარტს. რიგით მერვე სეზონის პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგა A-ს და სუპერლიგა B-ს გუნდები გამართავენ. წლევანდელ სეზონში ორივე ლიგაში 10-10 გუნდმა მოიყარა თავი, რომლებიც ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან. საუკეთესო რვა-რვა გუნდი ასპარეზობას პლეიოფში განაგრძობს, სადაც გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება, რაც შეეხება ბოლო ორ ადგილზე გასულ გუნდებს, ისინი სუპერლიგა C - ში განაგრძობენ თამაშს. წლევნადელი სუპერლიგა A გათამაშებას რამოდენიმე დებიუტანტით ხვდება. აღნიშნულ ლიგაში პირველად ითამაშებენ მფკ ტატიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და გრანდე გრუპ ჯორჯია, რომელიც ქალაქ მცხეთას წარმოადგენს. გულშემატკივარს წინა სეზონის მსგავსად, წელსაც ექნება საშუალება, ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელების თამაშს ადევნოს თვალი - შარშანდელი ფინალისტები კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, და გიორგი დემეტრაძე ახალ სეზონში მფკ ვეტერნების სახელით იასპარეზებენ, მათ რიგებს დაემატება ყოფილი დინამოელი გივი კვარაცხელიაც. პირველივე ტურში რამოდენიმე საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. 16:00 სთ-ზე, შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი შსს, საკმაოდ ძლიერ დებიუტანტს მფკ ტატიშვილს ეთამაშება, 17:00 სთ-ზე 2014/15 წ.წ ჩემპიონი და უკვე სუპერთასის მფლობელი სკ პსპ ასევე დებიუტანტ, გრანდე გრუპ ჯორჯიასთან გაარკვევს ურთიერთობას. 18:00 სთ-ზე კი მფკ ვეტერანები სკ ჯვაროსნები-ევექსს დაუპირისპირდებიან. 43 25.10.2015. სუპერლიგა A. I ტური 12:00 მფკ ნატახტარი - მფკ დინამო (ბთ) 16:00 შსს - მფკ ტატიშვილი 17:00 FC PSP - გრანდე გრუპ ჯორჯია (მცხეთა) 18:00 სკ ჯვაროსნები - ევექსი - მფკ ვეტერანები 19:00 FC TTC - სდსს დებიუტანტების სიმრავლით გამოირჩევა ასევე სუპერლიგა B. ლიგის ისტორიაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აჭარის სომეხთა კავშირის გუნდი “ახპიური“ და უნიკრედიტ.ჯი. რაც შეეხება სხვა გუნდებს, უმრავლესობა მათგანი ახალ ლიგაში პირველად ცდის ძალებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე არასოდეს ერთ ლიგაში ოთხი სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელს არ უთამაშია. პირველი ტურის ერთ-ერთი საინტერესო დაპირისპირებაც სწორედ რეგიონალური დერბი იქნება, რომელიც  კასპის „გენერალსა“ და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას“  შორის 15:00 სთ-ზე დაიწყება. 006 25.10.2015. სუპერლიგა B. I ტური 11:00 ევროკრედიტი - დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP) 13:00 სკ ფერო (ზესტაფონი) – UNICREDIT.GE 14:00 ახპიური (აჭარა) - საქართველოს უნივერსიტეტი 15:00 მფკ გენერალი (კასპი) – GM  CHIATURA 20:00 მფკ პალერმო - VIVUS.GE 19 ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“,  სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“,  Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music” მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯა-კო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, GOAL.GE და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები