"დინამომ" "ცხინვალი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"დინამომ" "ცხინვალი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის შაბათის ბოლო მატჩი "დინამო არენაზე", სადაც ადგილობრივი თბილისის "დინამო" "ცხინვალს" დაუზავდა. მატჩი სტუმართა სწრაფი შეტევით დაიწყო. "დინამოს" საჯარიმოში ივანიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა გიორგიმ ბურთი კარში ვერ გადაგზავნა. აღნიშნული მომენტიდან რამდენიმე წამში, "დინამომ" ანგარიში გახსნა. ოთარ კიტეიშვილის გამჭოლი პასის შემდეგ, ქვილითაიამ მეტოქის კარის კუთხე ჩაკეტა და ცარიელ კარში ბურთი შეაგორა. მე-6 წუთზე "ცხინვალმა" ანგარიში გაათანაბრა. ქოჩლაძე-ლექვთაძე-ქოჩლაძის კომბინაცია გიორგი ივანიშვილმა გოლად აქცია. ივანიშვილის გოლიდან სამ წუთში დედაქალაქელებს წინ გასვლა კვლავ შეეძლოთ. ოთარ კაკაბაძის პასის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ დუბლის გაფორმების შანსი ხელიდან გაუშვა. 20-ე წუთზე, გიორგი თევზაძის საჯარიმოს გარედან გაისროლა, მაგრამ გიორგი ნადირაძემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. 29-ე წუთზე, კაკაბაძის პასის შემდეგ, გიორგი ქვილითაია მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ლევან კაკუბავას ბოლო ჯარიმის გამო "ცხინვალი" 10 კაცით დარჩა. მათე ცინცაძის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მარცხენა კუთხეში, გიორგი ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია. 32-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კაკაბაძე კვლავ აქტიური იყო. მის ჩაწოდებას ქვილითაიას თავური მოჰყვა, ნადირაძე კვლავ საიმედო იყო. მე-2 ტაიმი "ცხინვალის" აქტიურობით დაიწყო. ლაშა ქოჩლაძის დარტყმა საჯარიმოს გარედან გიორგი ბეგაშვილისთვის რთული მოსაგერელებელი არ ყოფილა. 51-ე წუთზე "დინამომ" საჯარიმო დარტყმა შეასრულა. გიორგი თევზაძის გასროლა ნადირაძემ კვლავ ნახტომში, კუთხურზე გადააგდო. კუთხურის მომენტის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე გავიდა. ახალგაზრდა უკანახაზელს ნადირაძემ აჯობა. 58-ე წუთზე თბილისის "დინამო" დაწინაურდა. ოთარ კაკაბაძის დარტყმა უძლიერესი საჯარიმოს შიგნიდან, "ცხინვალის" კარის დარაჯისთვის აუღებელი აღმოჩნდა. 64-ე წუთზე "ცხინვალმა" საკმაოდ სახიფათო შეტევა გაანიავა. "დინამოს" მცველებთან 2-2-ზე დარჩნენ ქოჩლაძე და კაჭარავა. ლაშას ტანმაღალი შემტევის ერთი-ერთზე გაყვანა შეეძლო, თუმცა დარტყმა არჩია და მისი გასროლა არაზუსტი აღმოჩნდა. 74-ე წუთზე "დინამოს" უპირატესობის გაზრდა შეეძლო. ალექსანდრე იაშვილის გადაცემის შემდეგ, ჯაბა ჯიღაურს გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა. 88-ე წუთზე ოთარ კაკაბაძეს დუბლის გაფორმება შეეძლო. მისი დარტყმული გიორგი ნადირაძემ ხელებში "გააქვავა".

"დინამო"(თბ) 2-1 "ცხინვალი"

გოლი: ქვილითაია '4, კაკაბაძე '58 - ივანიშვილი '6

„დინამო’’: ბეგაშვილი, კაკაბაძე, ფერეირა, გველესიანი, თევზაძე, ცინცაძე(გურული ’46), პარუნაშვილი, იაშვილი, კიტეიშვილი(ლობჟანიძე '85), ჭანტურიშვილი, ქვილითაია(ჯიღაური ’66)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

‘’ცხინვალი’’: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, მახარობლიძე(გორგიაშვილი ’67), ქარდავა, ქოჩლაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ლექვთაძე(შულაია ’55(ლობჯანიძე '85)), კაჭარავა, ივანიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა.

გაძევება: გველესიანი '44 - კაკუბავა '29

ნინო ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები