"ბაიერნი" - "კიოლნი". შესაძლოა რობენმა ითამაშოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბაიერნი" - "კიოლნი". შესაძლოა რობენმა ითამაშოს


"ბაიერნის" ნახევარმცველმა, არიენ რობენმა თქვა, რომ "კიოლნთან" უახლოეს მატჩში თამაში შეუძლია. "ჯანმრთელი ვარ და ისევ მზად ვარ სათამაშოდ. შაბათის მატჩი შესანიშნავი შესაძლებლობაა" , - მოჰყავს ჰოლანდიელის სიტყვები ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტს, Kicker-ზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, რობენმა კუნთოვანი დაზიანება ჰოლანდიის ნაკრებში ყოფნისას მიიღო სექტემბრის დასაწყისში და, დაახლოებით, 6 კვირა გამოტოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები