ხუანფრანი: "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხუანფრანი: "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"


ხუანფრანი:
"ატლეტიკოს" მცველმა, ხუანფრანმა განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის მოგება, ასევე ისაუბრა "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონეზე. "ბოლო 2 სეზონი ძალიან ახლოს ვიყავით ჯილდოსთან. დარწმუნებული ვარ, ეს სეზონი წინებზე უკეთესი იქნება. მიმაჩნია, რომ "ატლეტიკოს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება უახლოეს მომავალში. სიმეონე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ის შესანიშნავი ხელმძღვანელია და შეუძლია ფეხბურთელების სწორად მოტივირება. დიეგო ჩემთვის მეორე მამასავითაა. ის ყოველთვის მხარს მიჭერდა რთულ დროს. ვაფასებ მის რჩევებს და უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი" , - განაცხადა მცველმა. ჩემპიონთა ლიგაში 3 ტურის შემდეგ "ატლეტიკო" C ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები