კაკაბაძე: "მოხარული ვარ, მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაკაბაძე: "მოხარული ვარ, მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებით"


უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" "ცხინვალი" 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ GOAL.GE-სთან "ცხინვალის" კარში გამარჯვების გოლის ავტორმა, ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა. - პირველ რიგში გილოცავ გამარჯვებას. შეაფასე დღევანდელი მატჩი. - მადლობა. ძალიან კარგი თამაში იყო. "ცხინვალს" კარგი გუნდი ჰყავს. კარგია მოგება, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ გადამწყვეტი გოლის გატანა მე მოვახერხე. მოხარული ვარ, მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებით. - მომდევნო მატჩს, უმაღლეს ლიგაში, "ჩიხურას" წინააღმდეგ გამართავთ... - "ჩიხურასთან" მატჩამდე, თასის განმეორებითი შეხვედრა გვაქვს ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ, გუნდი ამ თამაშისთვის ემზადება, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, საჩხერეში წავალთ 3 ქულის მოსაპოვებლად.

საბა საპანაძე

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები