ვან გაალი: "რასაც პრემიერ ლიგის ასოციაცია აკეთბს, უბრალოდ სიბოროტეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "რასაც პრემიერ ლიგის ასოციაცია აკეთბს, უბრალოდ სიბოროტეა"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გააკრიტიკა. ჰოლანდიელი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგაში ზამთრის პაუზის არ ქონა სიბოროტეა. "ინგლისის პრემიერ ლიგაში, ზამთარში პაუზა არ არის და მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ სიბოროტეა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უნდა შეცვალოს კანონი და გუნდებს დასვენების საშუალება მისცეს. პირველ რიგში ზამთრის პაუზის არ ქონა ფეხბურთელებზე მოქმედებს ცუდად, რადგან ისინი 1 წელი შეუსვენებლივ თამაშობენ. ხედავთ, რომ ბოლო წლებში პრემიერ ლიგის გუნდები სახარბიელო შედეგს ვერ დებენ ევრო ტურნირებზე. ვფიქრობ, რომ ეს ნაწილობრივ გადაღლილობის ბრალი არის", - აცხადებს ლუი ვან გაალი.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები