გერმანიაში პაპუნაშვილმა ითამაშა და 4:0 იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გერმანიაში პაპუნაშვილმა ითამაშა და 4:0 იმარჯვა


გიორგი პაპუნაშვილის "ვერდერმა" გერმანიის ბუნდესლიგა 3-ში "ეზგერბირგი" მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა. თავად პაპუნაშვილს არც ერთი გოლი არ გაუტანია, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი 64-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან. შეგახსენებთ, რომ, ამჟამად, "ვერდერის" მე-2 გუნდი ბუნდესლიგა 3-ის ბოლო პოზიციაზეა, თუმცა, მე-12 ადგილსა და მე-20 ადგილს შორის, ქულათა სხვაობა მხოლოდ სამია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები