კვერკველია: "ენფილდზე თამაში ჩემი ოცნება იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კვერკველია: "ენფილდზე თამაში ჩემი ოცნება იყო"


ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "ლივერპულსა" და ყაზანის "რუბინს" შორის ფრედ 1:1 დასრულდა. მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო "რუბინის" ქართველი ფეხბურთელი საბა კვერკველია, რომელმაც ამ მატჩში ყველაზე მეტი ართმევა გააკეთა. მერსესაიდულ გუნდთან გამართული მატჩის შემდეგ კვერკველიამ რუსულ პრესასთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორი გრძნობაა "ენფილდზე" თამაში? "ენფილდზე" თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მათ შორის ჩემიც და მოხარული ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა. "ლივერპული" ძალიან ძლიერი გუნდია, სადაც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ამ მატჩში ჩვენი მიზანი იყო, მაქსიმალურად ბოლომდე დავხარჯულიყავით და კარგი შედეგისთვის მიგვეღწია. სწრაფი გოლი გავიტანეთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, თავად ნახეთ. "ლივერპულთან" 10 კაცით თამაში რთულია, ამიტომ მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს. ისინი დაცვაში გვეხმარებოდნენ და შედეგიც სახეზეა. მეორე ტაიმში ფეხი იტკინეთ... დიახ, ეს იმის ბრალია, რომ მეორე ტაიმში ლივერპული გამუდმებით გვიტევდა, ჩვენ კი დიდი ძალებით ვიცავდით თავს. საბოლოოდ, ბედნიერი ვარ, რომ კარგად შევძელით თავის დაცვა. როცა გაზონზე იწექით, "ლივერპულის" გულშემატკივრები გისტვენდნენ. ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. რობოტი ნამდვილად არ ვარ. ეს ყველაფერი მხოლოდ 20 წამი გაგრძელდა. საბოლოოდ, მსაჯმა მატჩს 3 წუთი დაამატა. მალე საპასუხო მატჩი უკვე ყაზანში ჩატარდება. რას ფიქრობთ ამ თამაშზე? როცა თამაშობ სახლში, შენი გულშემატკივრების წინაშე, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა. რუბინი ამ მატჩში მოსაგებად გავა. ჩვენ ფეხბურთელები ვართ და მნიშვნელობა არ აქვს, რა დონის მეტოქე გვეყოლება.

ნათარგმნია სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები