ვენსან კომპანი: "ემიუ" შეგვაფერხებს მიზნების მიღწევაში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენსან კომპანი: "ემიუ" შეგვაფერხებს მიზნების მიღწევაში"


ვენსან კომპანი:
"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ დაადასტურა, რომ მინდორზე გასასვლელად მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩში. "ჯერჯერობით, ამ სეზონში ყველა თამაში კარგად მიდიოდა. ძალიან მინდოდა ამავე სულისკვეთებით გაგრძელება, მაგრამ ტრავმა მივიღე. თუმცა, მინდორზე ისრაელის ნაკრებთან მატჩში დავბრუნდი, ყველაფერი რიგზე იყო, თავს კარგად ვგრძნობდი და შევძელი თამაშის ჩეული დონის ჩვენება. არ ვხედავ მიზეზს, რატომ ვერ შევძლებ ამ დონის შენარჩუნებას. "იუნაიტედმა" კარგად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე. მათ გუნდი დააკომპლექტეს, რომ გამარჯვება მოიპოვონ. რა თქმა უნდა, ისინი შეგვაფერხებენ მიზნების მიღწევაში. მაგრამ მეორე მხრივ, დანარჩენი გუნდების შემადგენლობებს ვუყურებ და ინგლისში მათ ყველა აკომპლექტებს ტიტულებისთვის საბრძოლველად. ეს სიგიჟეა! ასე რომ, სამწუხაროდ, "ემიუ" ერთადერთი გუნდი არაა, რომლისაც უნდა გვეშინოდეს" , - აღნიშნა კომპანიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები