მაროტა: "არ შეგვეძლო საკუთარი თავისთვის ლიორენტეს შენარჩუნების უფლება მიგვეცა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაროტა: "არ შეგვეძლო საკუთარი თავისთვის ლიორენტეს შენარჩუნების უფლება მიგვეცა"


"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა ფერნანდო ლიორენტეს "სევილიაში" საზაფხულო ტრანსფერზე. შეგახსენებთ, ესპანელმა ფორვარდმა ტურინი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. "უპირვეელს ყოვლისა, ეს სუფთა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. ალეგრი ხშირად არ იყენებდა ლიორენტეს, მხოლოდ დროდადრო. არ შეგვეძლო საკუთარი თავისთვის ასეთი ხელფასის მქონე ფეხბურთელის შენარჩუნების უფლება მიგვეცა რომელსაც, ამასთან, რამდენიმე წელი რჩებოდა კონტრაქტით" , - თქვა მაროტამ. "ამიტომ, კლუბში გადავწყვიტეთ, რომ უფრო მარტივი იქნებოდა ესპანელის გაშვება და სახელფასო უწყისის განტვირთვა. სასუოლო? ის ჩვენი ფარმ-კლუბი არაა. შეხედეთ, ისინი ცხრილში ჩვენზე მაღლა არიან, თან დამსახურებულად. ისინი ნამდვილად ავლენენ კარგ საფეხბურთო ნიჭს, ჩვენ კი ვცდილობთ კონტრაქტის გაფორმებას იმათთან, ვინც გვჭირდება. ნახეთ, ძაძა ვიყიდეთ მისი თამაშის შესაბამის ფასად. ასევე, ვფიქრობ ბერარდის კონტრაქტის ნახევრის გამოსყიდვაზე, ასევე ემილიანის ხელმეორედ შეძენაზე. თუ შესაძლებლობა იქნება, ამას ვიზამთ" , - შეაჯამა მაროტამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები