ჰარი რედნაპი: "თუ გვარდიოლა ინგლისში ჩამოვა და "ნორვიჩს" ჩაუდგება სათავეში..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰარი რედნაპი: "თუ გვარდიოლა ინგლისში ჩამოვა და "ნორვიჩს" ჩაუდგება სათავეში..."


ჰარი რედნაპი:
"ტოტენჰემის" ექს-მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა "ბაიერნის" მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. "ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ცხენი ჟოკეიზე ბევრად მნიშვნელოვანია. ფეხბურთში მთავარი ფეხბურთელები არიან. მაგალითად, ფეხბურთელთა ისეთი ნაკადით, როგორიც "მანჩესტერ სიტის" ჰყავს, იდიოტი უნდა იყო, ტიტულისთვის რომ არ იბრძოლო. ლიდერებში იქნები მთავარი მწვრთნელის ეროვნების მიუხედავად. არასწორად არ გამიგოთ, მე მომწონს გვარდიოლა, ის დიდებული მწვრთნელია. მაგრამ "სანდერლენდს" ან "უოტფორდს" რომ ჩაუდგეს სათავეში, ამ გუნდებთან ერთად ვერ შეძლებს სეზონის დამთავრებას პირველ ექვსეულში. უბრალოდ, ამ კლუბებს ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, რომ მხოლოდ შეუძლიათ გადარჩენისთვის ბრძოლის ან ცხრილის მეორე ნახევარში ადგილის იმედი ჰქონდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაწვრთნის მათ. თუ გვარდიოლა ინგლისში ჩამოვა და "ნორვიჩს" ჩაუდგება სათავეში, მას ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიყვანს, - თქვა რედნაპმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები