ვან გაალი: "რუნის უყვარს დერბი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "რუნის უყვარს დერბი"


"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ დამრიგებელს სჯერა, რომ რუნი კიდევ ერთხელ დაამწუხრებს ქალაქელებს. მანჩესტერულ დერბიში 30 წლის ფეხბურთელს 11 გოლი აქვს გატანილი, მასზე მეტი აღნიშნულ დაპირისპირებაში არავის გაუტანია. ლუი ვან გაალი: "მას უყვარს ესეთი თამაშები. ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულია ეს შეხვედრა, რადგან დიდ ინტერესს იწვევს გულშემატკივრებში. რუნის უყვარს "სიტის" კარში გოლების გატანა და იმედია კვლავ მოახერხებს მათი კარის აღებას. იმედი მაქვს, ამ შეხვედრას სასურველი შედეგით დავამთავრებთ, რაც რთული იქნება. თუ მოვახერხეთ მატჩის მოგება, ძალიან დიდ ჭიქა ღვინოს დავლევ". მანჩესტერული დერბი 25 ოქტომბერს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები