კლოპი: "ჯანდაბა! ჩვენ არ შეგვიძლია მოვიგოთ 8:0" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი: "ჯანდაბა! ჩვენ არ შეგვიძლია მოვიგოთ 8:0"


"ლივერპულის" გერმანელი თავკაცი გუნდის გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ მისი დანიშვნის შემდეგ, მათი მოლოდინები უფრო რეალისტური იყოს. კლოპის თქმით, ქომაგებმა უნდა შეინარჩუნონ მოთმინება, რადგან მისი თითოეული ნაბიჯი გადადგმულია გუნდის თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად. იმ უდიდესი ოპტიმიზმის შემდეგ, რომელიც იურგენის "მერსისაიდულ" კლუბში დანიშვნას მოჰყვა, უნდა ვაღიაროთ, რომ პირველ ორ მატჩს მოსალოდნელი შედეგები არ მოუტანია. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ ორ გამართულ თამაშში, "ლივერპულმა" ჯერ "ტოტენჰემთან" ითამაშა ფრედ 0:0, შემდეგ "რუბინთან" - 1:1. "ყველამ იცით, რომ ფეხბურთი არ არის ისეთი თამაში, სადაც შეგიძილია გენიალური გეგმა გქონდეს ისეთი დონის ფეხბურთელების გარეშე, როგორებიც "ბარსელონასა" და "ბაიერნს" ჰყავთ. "რუბინის" წინააღმდეგ გავუშვით გოლი, დავუშვით შეცდომა, მაგრამ ფეხბურთში უარესი შეცდომებიც არსებობს." - ამბობს გერმანელი სპეციალისტი. "ჯანდაბა! როდესაც მწვრთნელი კლოპია, მაშინაც არ შეგვიძლია 8:0 მოვიგოთ." "ეს ძალიან რთული სამუშაოა, თუმცა ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. უფრო მარტივ სამუშაოს რომ ვეძებდე, მაშინ ჩემი შვებულება ცოტა უფრო მეტხანს გაგრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ვიცი გუნდში არსებული პრობლემების შესახებ, ისიც ვიცი, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმა რთულია, რადგან ამ მომენტში ჩვენგან ზედმეტად ბევრს მოითხოვენ. ყველაფერი, რაც ახლა გვჭირდება - ცოტათი დამშვიდება და საქმის ახლიდან დაწყება. წინ დიდი გზაა გასავლელი."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები